ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არ მესმის კვარა როგორ ბედავს და წლიურად 8 მილიონს ითხოვს...“

იტალიელმა სპეციალისტმა პაოლო სპეჩიამ ხვიჩა კვარაცხელიას ვითარებაზე ისაუბრა და გაკვირვება გამოთქვა, თუ როგორ ითხოვს ქართველი ანაზღაურების 8 მილიონ ევრომდე გაზრდას.

„ატალანტასთან განცდილი მარცხი ისეთი რამა რის, ასეთი შეხვედრების შემდეგ შეშფოთების მიზეზი ყოველთვის გაქვს. ნაპოლის ინტერთან ძალიან რთული მატჩი ელის. ვფიქრობ, რომ ინძაგი ჩემპიონთა ლიგაზე არსენალთან ვიღაცებს დაასვენებს, რადგან მათ ნაპოლისთან შეხვედრას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.

გასპერინი ყოველთვის რთული მეტოქეა და იმედი მაქვს, კონტე ამ მარცხისგან სწორ დასკვნებს გამოიტანს.

არ მგონია, რომ ამ ნაპოლისთვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა რთული იყოს. ამას მოახერხებენ, მაგრამ თუ მათ სკუდეტოს მოგება სურთ, მაშინ მსგავს მატჩებში დონე უნდა აწიონ.

რაც შეეხება მათ ლიდერებს, ლუკაკუ და კვარაცხელია ამოუცნობი ფეხბურთელები არიან. განსაკუთრებით ქართველი. მე არ მესმის, ამ მდგომარეობაში მყოფ ხვიჩას, როგორ ჰყოფნის გამბედაობა და წელიწადში 8 მილიონ ევროს ითხოვს...“

- განაცხადა სპეჩიამ რადიო Punto Nuovo-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯუღელი და დე ლაურენტისი კონტრაქტში გამოსასყიდი ღირებულების ჩაწერაზე ვერ თანხმდებიან. კვარას მხარე 80 მილიონ ევროს ითხოვს, ნეაპოლელებს კი 120 მილიონის ჩაწერა სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას კონტრაქტის საკითხი დაბლოკილია“ | იტალიელი ჟურნალისტი
„კვარას კონტრაქტის საკითხი დაბლოკილია“ | იტალიელი ჟურნალისტი