ნეიმარი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ალ-ჰილალი ნეიმარის გაშვებას განიხილავს | UOL

ნეიმარმა შესაძლოა „ალ-ჰილალი“ დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ UOL-ი ავრცელებს.

ბრაიზილიელ ფეხბურთელს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს: 32 წლის თავდამსხმელს, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესების ურთულესი ტრავმით გამოწვეული 1-წლიანი სარეაბილიტაციო პერიოდი ახლახანს დაასრულა, ისევ დაშავდა და მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს.

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, ირანის „ესტეღლალთან“ (3:0) ნეიმარი ცვლილებაზე 58-ე წუთზე შევიდა, 87-ე წუთზე კი მოედანი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო დატოვა.

გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთში უკვე განიხილავენ იმის შესაძლებლობას, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ, ნეიმართან მოლაპარაკებები გაიმართოს - ეს შეიძლება უკვე იანვარში მოხდეს.

„იმ დროისთვის კლუბი ფორვარდის ფიზიკურ მონაცემებს დეტალურად შეაფასებს. „ალ-ჰილილალის“ დირექტორთა საბჭოს სულ უფრო მეტად ეპარება ეჭვი, რამდენად აქტიურად შეძლებს ნეიმარი თამაშს დარჩენილი სეზონის მატჩებში. კონტრაქტის გაწყვეტა გუნდს საშუაელებას მისცემს ადგილი გაათავისუფლოს ახალი ლეგიონერისთვის.

ფინანსური მხარეც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ამ საკითხში. კლუბმა ბრაზილიელის ტრანსფერში 90 მილიონი ევრო გადაიხადა და სეზონში 160 მილიონ ევროს უხდის“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ნეიმარმა სულ რაღაც ორჯერ ითამაშა, ორივეჯერ შეცვლაზე შევიდა და ჯამში მინდორზე 43 წუთი გაატარა.

ცნობისთვის, ბრაზილიელ ვარსკვლავს მომავალ ზაფხულს მშობლიურ „სანტოსში“ იჯარის წესით დაბრუნება სურს, რათა 2026 წლის მუნდიალს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ 128 შეხვედრაში გატანილი 79 გოლით ის პენტაკამპეონების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
La Repubblica: კონტე იმედგაცრუებულია და ინტერთან ცვლილებებს გეგმავს
La Repubblica: კონტე იმედგაცრუებულია და ინტერთან ცვლილებებს გეგმავს