ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო: კვარა ფენომენია, არ მგონია ის ინტერთან ძირითადს მიღმა დარჩეს

„ნაპოლიმ“ „ატალანტასთან“ შინ უშანსოდ წაგების შემდეგ, სერია A-ში თავისი ლიდერობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მომდევნო ტურში „პარტენოპეი“ „ინტერს“ ესტუმრება. მოახლოებული მატჩი იტალიაში მთავარი სასაუბრო თემაა.

კრისტიან ვიერის პოდკასტში სტუმრობისას, Bobo TV-ის პირდაპირ ეთერში ანტონიო კასანომ „ნაპოლიზე“ საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიაზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„ადრეც ვთქვი და ახლაც იმავეს გავიმეორებ, რომ პირადად ჩემთვის, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. ის კომანზე, გრილიშზე და ლეაუზე ძლიერია. მას მარტივად შეუძლია დღევანდელი ბარსელონას სასტარტო შემადგენლობის წევრი იყოს. ფენომენალური ფეხბურთელია. ერთი რასაც ვისურვებდი არის, რომ მან ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ხშირად ითამაშოს. მისი ხილვა ამ ტურნირზეც მსურს.

რაც შეეხება მომდევნო ტურს ინტერთან, არ მგონია, რომ კვარაცხელია სასტარტოდან ამოვარდეს. ის კვლავ იქნება გუნდის მთავარი დასაყრდენი“.

იტალიური პრესა აქტიურად განიხილავს იმ ვარიანტს, რომ ანტონიო კონტე „ინტერთან“ ცვლილებებს მიმართავს და შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას გააკეთებს. მაგალითად, კვარას ნაცვლად დავიდ ნერეში დაიწყებს. თუმცა, ამ მოსაზრებას კასანო არ იზიარებს.

მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე სერია A-ში 11 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. „ინტერი“ „ნაპოლის“ მატჩი კვირას 23:45-ზე დაიწყება. ნეაპოლელები მილანელებს 1 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამაგრდი გიორგი“ - კოპენჰაგენის ფეხბურთელებმა და ფანებმა გოჩოლეიშვილს თანადგომა გამოუცხადეს
„გამაგრდი გიორგი“ - კოპენჰაგენის ფეხბურთელებმა და ფანებმა გოჩოლეიშვილს თანადგომა გამოუცხადეს