ძიუდო
Aa
Aa

ვეტერანებს შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებმა 9 მედალი მოიპოვეს

ლას-ვეგასში ვეტერანებს შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ.

ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა – სამი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონები გივი ნადარეიშვილი, ლაშა ტაველური და დევიკო გობეჯიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლები პაატა მერებაშვილმა, ლაშა მიქაბერიძემ და გიგლა ალიბეგაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ავთანდილ ბოგვერაძე, დავიდ უძილაური და გიგლა წიფიანი დაუფლნენ.

ვეტერანთა მსოფლიო პირველობის მესამე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი გამოვა: ბუხუტი ნიკურაძე, ჯამბულ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავდათუაშვილის მასტერკლასი უკრაინელ ძიუდოისტებს
შავდათუაშვილის მასტერკლასი უკრაინელ ძიუდოისტებს