გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

უოტფორდის ლიდერია | სტატისტიკა, რომლითაც ჩაკვე ჩემპიონშიფში საუკეთესოა

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს. ქართველი ფეხბურთელი „უოტფორდის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ამას მის მიერ დაფიქსირებული სტატისტიკაც მოწმობს.

ჩაკვეტაძის მოქმედებას მეტოქეთა კარისკენ დარტყმა 71-ჯერ მოჰყვა და ამ კომპონენტში ის ჩემპიონშიფში საუკეთესოა. ამასთან, „ჩაკვეს“ ხაზების გამჭრელი 8 გამჭოლი გადაცემა აქვს გაკეთებული, რითაც ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ასევე პირველია.

ქართველმა ფეხბურთელმა 14 ტურში 34 მომენტი შექმნა. ამ კომპონენტში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს. „ლუტონის“ მოთამაშის, ალფი დოუთის აქტიურობას 40 სახიფათო მომენტი მოჰყვა.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის 14-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა (ტომ ქლევერლიმ ხუთ შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ ორ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 1 გოლი და 3 საგოლე პასია, თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა, თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს იმიტომ მოვიგეთ, რომ...“ | რას ამბობს ფონსეკა
„დღეს იმიტომ მოვიგეთ, რომ...“ | რას ამბობს ფონსეკა