„მისი ფასი 10-20 მილიონია“ | ბრიტანელი კომენტატორი ჩაკვეტაძეზე
„უოტფორდთან“ დაახლოებულმა კომენტატორმა, ჯასტინ ბიტიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და მისი სატრანსფერო ფასი დაასახელა. ბიტის პოზიციის დაფიქსირება footballleagueworld-მა სთხოვა და მან იმედი გამოთქვა, რომ „კრაზანები“ „ჩაკვეს“ სანაცვლოდ 10-20 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
„ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის, უოტფორდის საუკეთესო ფეხბურთელები კვადვო ბაა და გიორგი ჩაკვეტაძე არიან. სატრანსფერო ფასს რაც შეეხება, ვფიქრობ, ჩაკვე ოდნავ მეტი ღირს, რადგან საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
ვულვზი არის გუნდი, რომელსაც გიორგის მიმართ მცირე ინტერესი აქვს. რთული სათქმელია, მაგრამ კარგი იქნება უოტფორდმა თითოეული მათგანის სანაცვლოდ 10-20 მილიონი გირვანქა სტერლინგი რომ მიიღოს“.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის 14-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა (ტომ ქლევერლიმ ხუთ შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ ორ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 1 გოლი და 3 საგოლე პასია, თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა, თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ.