„თოფურია ძლიერია, მაგრამ ისლამი აუცილებლად გაიმარჯვებს“ - UFC-ის მებრძოლი
გოგონებს შორის, UFC-ის რუსმა მებრძოლმა, ვიქტორია დუდაკოვამ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ბრძოლაზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს დუდაკოვა:
„რა არის კარგი ილია თოფურიაში? ყველაფერი. მას აქვს კარგი გრეპლინგი და ძალიან ძლიერი დარტყმები. ყოველთვის ახერხებს დარტყმის შანსის პოვნას. ბრწყინვალე ნოკაუტერია და თუ კარგად დაარტყამს, ნებისმიერს გაუშვებს ნოკაუტში. მაგრამ მჯერა, რომ მახაჩევი მის დამარცხებას შეძლებს, რადგან ის სხვა წონითი კატეგორიადანაა“.
„თავისი წონისთვის თოფურიას კარგი სიმაღლე აქვს და ბევრსაც იწონის, მაგრამ ისლამს ვერ მიწვდება, პირიქით, მახაჩევი უფრო მარტივად მოარტყამს ისე, როგორც ვოლკანოვსკისთან. ისლამს ტაეკვონდოში ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს და ეს ასპექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მჯერა, რომ მახაჩევი დომინანტურად გაიმარჯვებს“.
„მატადორმა“ საჩემპიონო ქამარი 26 ოქტომბერს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რის შემდეგაც MMA-ს სამყაროში აქტიურად ალაპარაკდნენ ილია თოფურიასა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე. MMA-ში თოფურიას რეკორდი 16:0-ზეა, ისლამ მახაჩევის კი 26:1.