ილია თოფურია
Aa
Aa

„ქამარს დიდი ხანი არ დაკარგავს“ | ვისენტე ლუკე ილია თოფურიაზე

UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი, ვისენტე ლუკე დარწმუნებულია, რომ ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს დიდი ხნის განმავლობაში არ დაკარგავს. ბრაზილიელმა ინტერვიუ The AllStar-ს მისცა და ედი ალვარესის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ალვარესის თქმით, „ელ მატადორი“ MMA-ის სპორტდარბაზში, Kill Cliff FC-ში სავარჯიშოდ იყო მისული და სპარინგისას რამდენიმე მეტოქე დაანოკაუტა. გარდა ამისა, ილიამ ჭიდაობით სახელგანთქმულ დაღესტნელებს თეიქდაუნის შესრულების საშუალება არ მისცა და ლუკეს, რომელიც Kill Cliff FC-ში ვარჯიშობს, სწორედ ამაზე გაესაუბრნენ.

„მართალია, რაც ედიმ თქვა. ილიასთან ვივარჯიშე და შემიძლია გითხრათ, რომ უმაღლესი დონის სტრაიკინგით გამოირჩევა. საოცარი ხედვა აქვს. მხოლოდ დარტყმისთვის არ ურტყამს. ნამდვილი სნაიპერია, ოქტაგონზე შესანიშნავად გადაადგილდება და თავს ბრწყინვალედ ამოძრავებს.

თოფურიასთან გრეპლინგზე არ მისპარინგია, მაგრამ მითხრეს, რომ ძალიან მაგარი გრეპლერია. ილია სხვა დონეა, საკუთარი თავის სჯერა და იცის, რასაც აკეთებს. ის არის ბიჭი, რომელიც ტიტულს დიდი ხანი არ დაკარგავს“.

ცნობისთვის, ვისენტე ლუკე ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში იმყოფება და მე-14 ადგილს იკავებს. ის გამოცდილი მებრძოლია და ბოლო ბრძოლა ხოაკინ ბაკლისთან გამართა, რომელიც ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაღესტნელებმა თეიქდაუნი ვერ შეუსრულეს“ | ედი ალვარესის ისტორია ილიაზე
„დაღესტნელებმა თეიქდაუნი ვერ შეუსრულეს“ | ედი ალვარესის ისტორია ილიაზე