ხვიჩა კვარაცხელია, სტეფან შვოხი
Aa
Aa

„ასე თამაშს მიჩვეული არაა“ - ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე

ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, სტეფან შვოხმა იტალიური მედიას „ატალანტასთან“ „ნაპოლის“ მარცხზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

რას ამბობს შვოხი:

„კონტე ყველანაირად ეცადა, რომ ცვლილებებით მატჩის მიმდინარეობა შეეცვალა, მაგრამ „ატალანტამ“ ყველა გამოწვევას უპასუხა. გასპერინის გუნდი უმაღლესი ტემპით თამაშობდა და გამარჯვებას იმსახურებდა. ეს წელი გასპერინისთვის განსაკუთრებული უნდა იყოს, რადგან წლებია ბერგამოელებს უდგას სათავეში და ფუნდამენტური ცვლილებები მოახდინა. მან „ნაპოლისთან“ მატჩამდე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი რეტეგი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და ამით, ნეაპოლელებს მოულოდნელობის ეფექტი მოუჭრა. ატალანტა მეტოქის ტაქტიკას ცოტა დაგვიანებით მოერგო, თუმცა, შემდეგ უკვე მოედანზე მხოლოდ 1 გუნდი თამაშობდა“.

„იყო თუ არა კვარას თამაში იმედგაცრუება? სპალეტის ყოფნის პერიოდში, ის დაცვაში უფრო ნაკლებად თამაშობდა, კონტეს მოსვლის შემდეგ კი მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ქართველს უკან უფრო ხშირად მოუწევდა თამაში. არ არის მიჩვეული მცველის პოზიციაზე თამაშს და სწორედ ეს იყო არის მისი მთავარი პრობლემა“.

„ატალანტასთან“ მარცხის მიუხედავად, „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა მაინც შეინარჩუნა და სერია A-ს 25 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 24 ქულით „ინტერი“ იმყოფება. 

მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ „ნერაძური“ და „პარტენოპეი“ შეხვდებიან. მატჩი 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამორიმის სიაში პირველია“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და მანჩესტერზე
„ამორიმის სიაში პირველია“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და მანჩესტერზე