პაულო ფონსეკა
Aa
Aa

„დღეს იმიტომ მოვიგეთ, რომ...“ | რას ამბობს ფონსეკა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის რეალმა მილანს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ „მილანის“ თავკაცმა, პაულო ფონსეკამ Sky Sport Italia-სთან კომენტარი გააკეთა და საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.

რა თქვა ფონსეკამ:

„ჩვენ იმიტომ მოვიგეთ, რომ ფეხბურთელებს ეყოთ სიმამაცე აქ მოსულიყვნენ და საკუთარი თამაში ეთამაშათ ისე, რომ არაფრის შეშინებოდათ. გვინდოდა ბურთი შეგვენარჩუნებინა. არაჩვეულებრივად ვეცადეთ პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში ცოტა ვიტანჯეთ, მაგრამ ეს გამარჯვება სრულად დავიმსახურეთ - საქმე იმაში კი არ არის, რომ 3 გოლი გავიტანეთ, არამედ იმაში, რომ ძალიან ხარისხიანად ვითამაშეთ“.

„არ ვეთანხმები, როცა ხალხი ამბობს, რომ იტალიური ფეხბურთი თავდაცვითია. დღეს ჩვენ ვანახეთ, რომ იტალიურ გუნდს შეუძლია თავდაცვა. გუნდს ჰყოფნიდა მოთმინება, რათა ეთამაშა და ეპოვა შესაფერისი მომენტი თავდასხმისთვის“.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, რეალს 6 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ბლანკოსი ლივერპულს ესტუმრება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს მილანსაც, რომელიც მეხუთე ტურში ბრატისლავის სლოვანს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვანძო პასი და სახიფათო დარტყმები - ჩაკვეტაძის უოტფორდი უელსში დამარცხდა
საკვანძო პასი და სახიფათო დარტყმები - ჩაკვეტაძის უოტფორდი უელსში დამარცხდა