ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტემ შტურმი აშკარა გოლს გადაარჩინა, მაგრამ საბოლოოდ, დორტმუნდმა მოიგო

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში დორტმუნდის ბორუსიამ გრაცის შტურმს უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის წინ ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ვალენსიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„შტურმს“ ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი კაპიტნობდა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა.

კიტემ 42-ე წუთზე საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა და ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა, თუმცა საბოლოოდ, მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

თამაშში გადამწყვეტი გოლი 85-ე წუთზე, დონიელ მალენმა გაიტანა. კიტეიშვილის გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 27 ნოემბერს, „ჟირონას“ წინააღმდეგ გამართავს.

ცნობისთვის, კიტემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად, 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი „შტურმში“ 2018 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამორიმის სიაში პირველია“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და მანჩესტერზე
„ამორიმის სიაში პირველია“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და მანჩესტერზე