ჩამოშლილი რეალი - მილანმა ბერნაბეუზე მოიგო
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის რეალმა მილანს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. გულშემატკივრებმა გახსნილი და ლაღი ფეხბურთი იხილეს.
მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და 4 გოლზე ბევრად მეტიც უნდა გასულიყო, თუმცა რიგ ეპიზოდებში მაიკ მენიო და ანდრეი ლუნინი ბრწყინვალე მოგერიებებს ასრულებდნენ.
ანგარიში მე-12 წუთზე ტიაუმ გახსნა, რასაც 23-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა უპასუხა და პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა. 39-ე წუთზე ყოფილ გუნდს ალვარო მორატამ გაუტანა და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.
მეორე ნახევარში რეალი გააქტიურდა და ზონები ხშირად დაუცველი რჩებოდა, რითიც 73-ე წუთზე რეინდერსმა ისარგებლა და ლუნინის კარი აიღო.
დარჩენილ დროში, რუდიგერმა მოახერხა ერთი გოლის გატანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, რეალს 6 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ბლანკოსი ლივერპულს ესტუმრება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს მილანსაც, რომელიც მეხუთე ტურში ბრატისლავის სლოვანს უმასპინძლებს.