საკვანძო პასი და სახიფათო დარტყმები - ჩაკვეტაძის უოტფორდი უელსში დამარცხდა
ჩემპიონშიფის მე-14 ტურში „სუონსიმ’’ შინ „უოტფორდი’’ 1:0 დაამარცხა. ტომ ქლევერლის გაწვრთნილი გუნდი ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ დამარცხა და ამ მომენტისთვის კვლავ მე-5 ადგილზეა, „უოტფორდის’’ კონკურენტთა დიდ ნაწილს ჯერ ამ ტურში არ უთამაშია.
გიორგი ჩაკვეტაძემ სასტარტოში დაიწყო და კვლავ შეუცვლელად ითამაშა. იდეალურად არ უთამაშია, პასებისას შეცდომები ჰქონდა, მის მოქმედებებს სიზუსტე და სიმწვავე აკლდა. ბურთს 51-ჯერ შეეხო, 19-დან 12 პასი ზუსტად შეასრულა. მინდორზე 8-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო, ჰაერში 2-დან ორივე დათმო.
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 14-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა (ტომ ქლევერლიმ ხუთ შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ ორ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 1 გოლი და 3 საგოლე პასია, თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა, თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ.
„უოტფორდი'' შემდეგ მატჩს შინ „ოქსფორდ იუნაიტედთან'' 8 ნოემბერს გამართავს.