კაშია 79-ე წუთზე შეცვალეს - სლოვანის მე-4 მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ბრატისლავის სლოვანმა დინამო ზაგრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
როგორც ყოველთვის, გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი არ ჰქონდა, რაც მატჩისშემდგომ შეფასებებშიც გამოჩნდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს Sofascore-მა 6.3 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 5.6. გურამს მხოლოდ მეკარეზე უკეთესი შეფასება ჰქონდა.
ასევე გეტყვით, რომ კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო. 79-ე წუთზე კი ქართველი უკანახაზელი მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ოთხივე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, სლოვანი მილანს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ნოემბრით თარიღდება.