ვალენსია კიდევ ერთი მატჩის გადადებას ითხოვს
ვალენსიამ ლა ლიგას კიდევ ერთი მატჩის გადადება სთხოვა. საუბარია ესპანიოლთან მატჩზე, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოს.
მიზეზი კვლავ სტიქიაა, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს და ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 217 ადამიანი იმსხვერპლა.
„გავიდა მხოლოდ 1 კვირა შტორმისგან გამოწვეული კატასტროფიდან, სიტუაცია კი კვლავინდებურად სერიოზულია“, - აღნიშნულია „ვალენსიას“ განცხადებაში, რომელიც კლუბმა „ლევანტესთან“ ერთად გაავრცელა.
გიორგი ქოჩორაშვილის კლუბს ასევე სურს, რომ „ტენერიფესთან“ მატჩი გადაიდოს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ვალენსია“-„რეალის“ მატჩი, რომელიც 2 ნოემბერს უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გადაიდო.