ისტორია დაიწერა - სპაერი VS თბილისის დინამო საქართველოს თასის ფინალში
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების ფინალში „სპაერის'' მეტოქე თბილისის „დინამო'' იქნება, საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ნახევარფინალში მათე ვაწაძის ზუსტად შესრულებული პენალტით ფოთის „კოლხეთი'' დაამარცხა - 1:0.
ნახევარფინალში „სპაერი’’ – „გაგრას’’ მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გიორგი ხარებაშვილმა ანგარიში გახსნა, გიორგი ა. ცეცხლაძემ გაათანაბრა. დამატებით დროშიც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა, 103-ე წუთზე საბა გეგიაძემ „სპაერი'' დააწინაურა. მაშინ როცა თამაში დასრულებასთან ძალიან ახლოს იყო, ლევან გეგეჭკორის დარტყმა „სპაერის'' ფეხბურთელმა გიორგი გრიგალაშვილმა ხელით მოიგერია, გოლი გარდაუვალი იყო და გრიგალაშვილმა ბურთი ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა. ცხადია, მსაჯმა გრიგალაშვილს წითელი ბარათი უჩვენა. გიორგი ლომთაძემ პენალტი გამოიყენა, ანგარიში გათანაბრდა და პენალტების სერია დაინიშნა.
2017 წელს დაარსებული კლუბი „სპაერი’’, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილეა, ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს.
მასალაში გამოყენებულია „სპაერისა'' და თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურის ფოტოები