პროსინეჩკი: ბარსა უკეთესად თამაშობს, ვიდრე რეალი
მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტ პროსინეჩკიმ, რომელიც ამჟამად მონტენეგროს ნაკრებს წვრთნის, ბოლო ელ კლასიკო შეაფასა.
ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩში, სამეფო კლუბი „ბლაუგრანასთან“ შინ, ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
„დიახ, მე „რეალის“ გულშემატკივარი ვარ, რადგან ეს ჩემი პირველი კლუბი იყო საზღვარგარეთ, მაგრამ „ბარსა“ ძალიან დიდი და შთამბეჭდავი გუნდია - ამას ყოველთვის ვამბობდი. რაც შეეხება ელ კლასიკოს, „ბარსაში“ არაჩვეულებრივი8 ატმოსფეროა, ფლიკის ხელმძღვანელობით. ფეხბურთელები ბოლომდე იბრძვიან და ამ ანგარიშით მოგება შესანიშნავია. „ბარსა“ უკეთესად თამაშობს, ვიდრე „რეალი“, მიუხედავად მისი ვარსკვლავებისა“, - თქვა პროსინეჩკიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „რეალს“ 9 ქულით უსწრებს და ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს.
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მადრიდული გრანდი არ წააგებდა, ლა ლიგის წაუგებელი მატჩების რაოდენობით რეკორდს გაიმეორებდა - საქმე წაუგებელ სერიას ეხება. „რეალს“ ზედიზედ 42 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული. რეკორდი კი (43) ბლაუგრანას ეკუთვნის, რომელიც ხელშეუხებელი დარჩა.