ფედორჩუკი: “საქართველოს და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდება“
რამდენიმე დღეში, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. მატჩის წინ, უკრაინელმა მწვრთნელმა ოლეგ ფედორჩუკმა კომენტარი გააკეთა.
ფედორჩუკი:
„საქართველოსთან მატჩზე კარგი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენი ლიდერები ფორმაში არ არიან. დოვბიკი რომაში კარგად გამოიყურება, მაგრამ მის გარდა სხვა სტაბილურ თავდამსხმელს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.
ზინჩენკო ცუდ ფორმაშია და ძველი კონდიციების დაბრუნება უჭირს. მუდრიკს კი ჩელსიში ცოტა სათამაშო დრო აქვს. თუ საქართველოსთან ფრეს ვითამაშებთ, ჯგუფიდან გასვლის შანსი შეგვიმცირდება. ვფიქრობ, მატჩი სწორედ ფრედ დასრულდება, ალბანეთს კი დავამარცხებთ, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ჯგუფის დაძლევისთვის საკმარისი არ იქნება.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და უკრაინის დაპირისპირება 16 ნოემბრით თარიღდება. მატჩი ბათუმში გაიმართება.
ამ მომენტისთვის, ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს. მეორე/მესამე ადგილს საქართველო და ალბანეთი 6-6 ქულით ინაწილებენ, ხოლო ბოლო მეოთხე პოზიციაზე 4 ქულით უკრაინაა.