საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გვამცნო, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ოფიციალურ განცხადებაში წერია:
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 6 და 7 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი) შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), შალვა ცირამუა (არმია), არჩილ სებისკვერაძე (ბჩ გომელი, ბელარუსი) ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია), ნიკა ხარატიშვილი (კსუ)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 13 დეკემბერს, საკუთარ კედლებში კოსოვოს წინააღმდეგ გამარტავს. აღნიშნული შეხვედრა 20:00-დან დაიწყება.