რაული
Aa
Aa

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა რაული გახდეს

სომხეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა რაულმა ჩაიბაროს. ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

არმენ ნიკოღოსიანის თქმით, სულ 2 კანდიდატი განიხილება და ერთ-ერთი სწორედ „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელია.

არც ერთ მწვრთნელს არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანს. ისეთ ექსპერტებსაც კი, როგორებიც გუარდიოლა და ანჩელოტი არიან, მსგავსი გარანტიის მიცემა არ შეუძლიათ.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენ დავემშვიდობეთ ალექსანდრ პეტრაკოვს და მადლობა გადავუხადეთ გაწეული სამუშაოსთვის.

მწვრთნელებთან მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს, რადგან არ გვაქვს ისეთი ფინანსური რესურსი, როგორიც მედიაში იწერება. მიჩელ დერ ზაკარიანს ვესაუბრეთ, თუმცა მისი მოთხოვნები მაღალია. 2 ვარიანტს განიხილავთ და მათ შორის ერთ-ერთი რაულია“. - განაცხადა ნიკოღოსიანმა.

შეგახსენებთ, რომ პეტრაკოვმა სომხეთის ნაკრები 2023 წლის იანვარში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 18 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება რაულს, მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, „კასტილიას“ 2019 წლიდან წრთვნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე მაკრატელა გოლი - უცნობი ქართველი ბომბარდირი ირლანდიაში
ბრწყინვალე მაკრატელა გოლი - უცნობი ქართველი ბომბარდირი ირლანდიაში