ფედელე: მაკტომინეი თავისთვის თამაშობს, ლუკაკუ კი თადარიგში უნდა დარჩენილიყო
იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ენრიკო ფედელე, „ნაპოლი“ „ატალანტას“ მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა თამაშს აკრიტიკებს და განსაკუთრებით 3 მოთამაშეს გამოყოფს, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს თავს ვერ ართმევენ.
ფედელეს კრიტიკა მაკტომინეის, გილმორსა და ლუკაკუს ეხებათ.
„ბილი გილმორის თამაშს როგორ ვაფასებ? მან კვირას ატალანტასთან ყველა დუელი წააგო. ასევე, ისაკ ჰიენმა გაგვაოცა და გვაჩვენა, თუ რამდენად ძლიერია ფიზიკურად. გასულ წელს მან ოსიმენის წინააღმდეგაც კარგად ითამაშა.
რაც შეეხება მაკტომინეის. მე შოტლანდიურ ფეხბურთს ხშირად ვუყურებ და აშკარაა, რომ მათ იტალიურ ფეხბურთში არსებული პერსონალური მეურვეობის ქვეშ თამაში უჭირთ. სკოტის ამხელა ზეწოლის ქვეშ თამაში ძალიან უჭირს, რადგან მას ტაქტიკურად დიდი შესაძლებლობები არ აქვს.
სასტარტოში ლუკაკუ და მაკტომინეი ახლები არიან. მაგალითად, ავიღოთ გასპერინის ფორვარდები - რეტეგის ნაპოლისთან ძირითადიდან არ დაუწყია. მათ ასევე ჰყავთ სამარჯიჩი, ბრეშიანინი. ყველა მათგანი სკამზე იყო. ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ტაქტიკიდან გამომდინარე სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ამან გაამართლა. ეს არის გუნდი, რომელიც ტაქტიკასთან კარგად ადაპტირდება.
ახლა მე მაქვს კითხვა - რატომ არის ლუკაკუ ასეთი ხელშეუხებელი? რატომ არ არის ის რეტეგის მსგავსად? ხომ შეიძლებოდა მასაც თადარიგიდან დაეწყო. ატალანტას მცველმა ჰიენმა მას არც ერთი შანსი არ მისცა, უბურთოდ დატოვა. მე პირადად ამ მატჩში ლუკაკუს ნაცვლად უფრო სწრაფ ფორვარდს გამოვიყენებდი, რომ ერთი-ერთზე მცველთან უკეთ ეთამაშა. როცა ასეთი ფორვარდით გამოდიხარ, შენი მეტოქის დაცვა 10 მეტრით უფრო უკან იწევს.
და ვინ არის ასეთი ტიპის ფორვარდი ნაპოლიში? სირილ ნგონგე. მას შეეძლო ატალანტასთან მეტი ხიფათი შეექმნა“.
- ციტირებს ფედელეს სიტყვებს Radio Marte.