მახაჩევის მომდევნო მეტოქე ცნობილია - ჩხუბი 18 იანვარს გაიმართება
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქე არმან ცარუკიანი იქნება.
აბდულმანაპ ნურმაგომედოვის სახელობის სკოლის ინფორმაციით, რუსი და სომეხი მებრძოლების ჩხუბი 18 იანვარს, ლოს-ანჯელესში, UFC 311-ზე გაიმართება.
მახაჩევი-ცარუკიანის პირველი ბრძოლა 2019 წლის აპრილში გაიმართა და მაშინ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული მახაჩევი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის მახაჩევის ანგარიშზე 26 გამარჯვება და 1 მარცხია, 22 წლის ცარუკიანს კი 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 22 გამარჯვება მოიპოვა.