ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ანტონიო კასანო
Aa
Aa

„ნაპოლიმ დიდი დარტყმა მიიღო და მიწაზე დაეშვა“ - კასანო ატალანტასთან მარცხზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ „ატალანტასთან“ მარცხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თამაშიდან ანტონიო კონტე სწორ დასკვნებს გამოიტანს.

რას ამბობს კასანო:

„ამ მარცხით „ნაპოლიმ“ დიდი დარტყმა მიიღო და ერთი წუთით მიწაზე დაბრუნდა, იმის მიუხედავად, რომ კონტემ სენსაციური სამუშაო გასწია და ის ნამდვილად რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ დროისთვის მისი გუნდი რეიტინგში პირველ ადგილზე იქნებოდა. დავინახე, რომ გუნდის ფუნდამენტური მოთამაშე სტანისლავ ლობოტკაა, რადგან მის გარეშე ყველაფერი გართულებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში „ნაპოლისთვის“ დიდი გაკვეთილი იქნება და კონტე სწორ დასკვნებს გამოიტანს. მან კარგად იცის როგორ უნდა იმუშაოს ასეთ რთულ მომენტებში და „ინტერს“ ნამდვილად შეაწუხებს“.

„ატალანტასთან“ მარცხის მიუხედავად, „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა მაინც შეინარჩუნა და სერია A-ს 25 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 24 ქულით „ინტერი“ იმყოფება.

მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ „ნერაძური“ და „პარტენოპეი“ შეხვდებიან. მატჩი 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გამაგრდი გიორგი“ - კოპენჰაგენის ფეხბურთელებმა და ფანებმა გოჩოლეიშვილს თანადგომა გამოუცხადეს
„გამაგრდი გიორგი“ - კოპენჰაგენის ფეხბურთელებმა და ფანებმა გოჩოლეიშვილს თანადგომა გამოუცხადეს