La Repubblica: კონტე იმედგაცრუებულია და ინტერთან ცვლილებებს გეგმავს
კვირას „ატალანტასთან“ მარცხის შემდეგ, ანტონიო კონტემ შესაძლოა მომდევნო ტურისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც შემადგენლობაში ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
„ნაპოლის ატალანტასთან შეხვედრაში მხოლოდ მაკტომინეის ერთი დარტყმა ჰქონდა, რომელიც ძელს მოხვდა. მათი სახიფათო მომენტები ამით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 0:3 წააგო, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უარესად ლიდერებმა ითამაშეს, რომელთაგან შეტევაში მოლოდინები როგორც წესი ყველაზე დიდია. ვგულისხმობთ კვარაცხელიასა და ლუკაკუს. სწორედ ამიტომ, მომდევნო ტურში სტუმრად სიმონე ინძაგის ინტერთან დაპირისპირების წინ, კონტემ შესაძლოა ცვლილებებს მიმართოს“.
- წერს spazionapoli.
La Repubblica კი ამ ცვლილებებს აკონკრეტებს და სახელებსაც გვთავაზობს:
„ინტერთან შეხვედრაში უკვე დიდი შანსია, რომ სასტარტოდან დავიდ ნერეშმა დაიწყოს. კონტე დიდი ხანია ფიქრობს, რომ ბრაზილიელი მზად არის. თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ნაპოლის ინტერთან გამბედავი და შემტევი შემადგენლობა ეყოლება.
ეს ცვლილება ასევე მოსალოდნელია იმის გამოც, რომ კვარაცხელია ბოლო დროს ძალიან იზოლირებულია. მეტოქეები მას მჭიდროდ ეთამაშებიან. ამრიგად, კონტესგან შესაძლოა ტაქტიკური ცვლილებები ვიხილოთ“.
სხვა შესაძლო ცვლილებების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. ყველაფერს მატჩის დღეს გავიგებთ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ „ნაპოლის“ მატჩი კვირას 23:45-ზე დაიწყება. მილანელები ნეაპოლელებს სატურნირო ცხრილში მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან.