ნოვაკ ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელ ტურნირს ჩაეხსნა
დიდი სლემის 24-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი 2024 წლის შემაჯამებელ ტურნირს ჩაეხსნა. ამის შესახებ სერბმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი:
„ჩემთვის დიდ პატივია შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გასვლა, ამ მომენტს მოუთმენლად ველოდი, თუმცა მომდევნო კვირაში ტრავმის გამო ვერ ვითამაშებ. ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც ჩემ წინააღმდეგ თამაშს გეგმავდა. ყველა ჩოგბურთელს წარმატებებს ვუსურვებ. მალე შევხვდებით“
შეგახსენებთ, რომ შარშან შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული სწორედ ჯოკოვიჩი გახდა. ფინალში მან მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იტალიელი იანიკ სინერი 6:3, 6:3 დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ ვაჟთა თანრიგში წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ იანიკ სინერი, ალექსანდრ ზვერევი, კარლოს ალკარასი, დანიილ მედვედევი და ტეილორ ფრიცი. კიდევ სამი მონაწილის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.