მერაბ დვალიშვილი, ავთანდილ ხურციძე
Aa
Aa

„ეს პიროვნება ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილია“ - მერაბი ჩაქუჩას პასუხობს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის განცხადებას უპასუხა, რომელიც „ჩაქუჩამ“ სოციალური ქსელის საშუალებით „მანქანას“ წინააღმდეგ გაავრცელა.

რას ამბობს მერაბი „ჩაქუჩაზე“:

მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ,  ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…

ადამიანი რომელიც მსგავს რამეს  იკადრებს, კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!

მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს.!

მას სჭირდება სერიოზული დახმარება.

მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მითუმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს, ცილისწამებისთვის, ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.

მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები რომლებსაც პირადად ვიცნობ...

ავთანდილ ხურციძე მერაბ დვალიშვილს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს და „მანქანას“ კრივში საბრძოლველად იწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები