ჟიულ კუნდე, ჰანსი ფლიკი, პედრი
Aa
Aa

ფულადი ჯარიმა და თადარიგში დარჩენა - ფლიკის მკაცრი წესები ბარსაში

ჰანსი ფლიკის მუშაობით მთელი საფეხბურთო სამყარო აღფრთოვანებულია და ყველას აინტერესებს ის დეტალები, რამაც „ბარსა“ ასეთ დონეზე აათამაშა.

ეტაპობრივად ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია ფლიკის ამა თუ იმ წესებზე. მისი ინტენსიური ვარჯიშების შესახებ ყველამ კარგად იცის. ასევე ისიც, რომ მან ფეხბურთელებს მატჩამდე მდიდრული ტანსაცმლით სტადიონზე მისვლა აუკრძალა და ყველა მხოლოდ კლუბის ამუნიციას იყენებს.

ამჯერად კი Mundo Deportivo წერს, რომ ფლიკი პუნქტუალურობას დიდ ყურადღებას აქცევს და ამის საკონტროლებლად საჯარიმო სისტემას იყენებს. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია პედრიმ გაავრცელა.

პედრიმ მონაწილეობა მიიღო Martínez y Hermanos-ის პროგრამაში, სადაც მან გუნდის შიდა სტრუქტურის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ბარსელონას“ აქვს ჯარიმების სისტემა, რომელიც ფლიკის მისვლის შემდეგ გაჩნდა და მაშინ მოქმედებს, როცა ფეხბურთელი ვარჯიშზე იგვიანებს.

ესპანელი ნახევარმცველი აღნიშნავს, რომ გერმანელი მწვრთნელი ძალიან სერიოზულად ეკიდება პუნქტუალურობას. დაგვიანებისთვის მან შეიძლება ფეხბურთელს ფინანსური ჯარიმა დააკისროს ან ვარჯიშზე არ დაუშვას. ასევე მომდევნო შეხვედრაში თადარიგში დატოვოს, რაც წელს უკვე მოხდა, როცა კუნდემ დაიგვიანა და „ალავესთან“ შეხვედრაში ფლიკმა ის თადარიგში დატოვა.

ლა ლიგის 12 ტურის შემდეგ, ფლიკის გუნდი 33 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამორიმის სიაში პირველია“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და მანჩესტერზე
„ამორიმის სიაში პირველია“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და მანჩესტერზე