ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ილიას და შონის ჩხუბი აუცილებლად უნდა შედგეს“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა თავის იუთუბ არხზე ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და „მატადორის“ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, შონ ომალის უნდა შეხვდეს.

რას ამბობს სონენი თოფურიაზე:

„მაქსთან გამარჯვების შემდეგ, ბევრი საუბრობდა, თუ რა მოხდებოდა თოფურიასა და ომალის ბრძოლაში. ბევრია კამათი იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება რეალობაში ეს ბრძოლა. გასაგებია, რომ შონის მერაბთან დამარცხების შემდეგ, ამ ბრძოლაზე საუბარი არარეალურია, რადგან „შუგამ“ ქამარი დაკარგა, მაგრამ ასეც რომ არ მომხდარიყო, დენა ამ ბრძოლის ორგანიზებას მაინც არ მოახდენდა, რადგან ყველა ამბობს, რომ ამ მებრძოლებს თავისი დივიზიონი ჯერ არ გაუსუფთავებიათ“.

მაგრამ დამიჯერეთ, ეს ბრძოლა მაინც უნდა შედგეს. უფრო მეტიც, ეს ახლავე უნდა განხორციელდეს. შონი ჩემპიონი იყო, რის გამოც შესაძლებელია, რომ თოფურიასთან თავისუფლად იჩხუბოს. ეს გიჟური იდეა საერთოდ არაა, პირიქით, რეალურია. თუ შონი 10-12 თვით დაისვენებს, კუნთოვან მასას მოიმატებს და შესაძლებელი იქნება, რომ პირდაპირ ქვემსუბუქ წონაში დაბრუნდეს და თოფურიასთვის ქამრის წართმევა სცადოს.

მერაბ დვალიშვილმა შონ ომალის ჩემპიონის ქამარი 16 სექტემბერს წაართვა, როდესაც საჩემპიონო ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ილია თოფურიამ კი 25 ოქტომბერს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შეძლო ჩემპიონის ტიტულის დაცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები