კილიან მბაპე, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

„9 ნომერი არ არის და უკვე არც პსჟ-შია - ეს რეალია“ - ბენზემა მბაპეს პრობლემებზე

„რეალის“ ლეგენდარულმა ცხრიანმა ქარიმ ბენზემამ კილიან მბაპეს არც თუ ისე სახარბიელო სტარტზე ისაუბრა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

ბენზემა კილიანის პრობლემებს მისი 9 ნომრის პოზიციაზე თამაშით ხსნის.

„მე პრობლემას იმაში ვხედავ, რომ მბაპე არ არის ცენტრფორვარდი. ყოველთვის, როცა კილიანი საფრანგეთში 9 ნომრად თამაშობდა, მას კარგი მატჩები არ ჰქონია, რადგან ეს მისი პოზიცია არ არის. რეალში პრობლემა ის არის, რომ მარცხენა ფლანგზე სხვა ფეხბურთელი თამაშობს. ვინც ასევე მის დონეზეა...

ვინისიუსს შენ ვერ დააყენებ მარჯვნივ, ან ცენტრფორვარდად, სადაც ის ნაკლებად ექფექტური იქნება. ვნახოთ, ანჩელოტი როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას.

რეალში დიდი ზეწოლაა, ეს ყოველთვის ასეა. ეს პსჟ არ არის. ჩემი რჩევა კილიანს? არ უნდა დანებდეს.

რაც შეეხება ანჩელოტის, არ მგონია, რომ ის ვინისიუსს პოზიციას შეუცვლის, რადგან ის ამ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. მბაპემ უნდა დაივიწყოს მარცხენა ფლანგზე თამაშის შესაძლებლობა. ის ახლა 9 ნომერია და უნდა შეეცადოს, რომ აქაც კარგი იყოს.

ჩემი პირველი მადრიდული წელი განსხვავებული იყო, მე 21 წლის ვიყავი, მბაპე 25-ის არის. მან იცის, რომ რეალში დიდი ზეწოლაა. თუ, 2-3 მატჩში გოლს ვერ გაიტან, შენ მოგკლავენ. მან უნდა ისწავლოს როგორ გაუმკლავდეს ზეწოლას და გაიტანოს გოლები. მან უნდა ისწავლოს ზეწოლის ქვეშ თამაში და თან გატანა. ის რეალში სწორედ ამისთვის მიიყვანეს“.

- ციტირებს ბენზემას სიტყვებს Marca.

მბაპეს ანგარიშზე ლა ლიგაში 10 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიოკერეში ბარსაში? - დეკუმ სპორტინგთან მოლაპარაკებები დაიწყო
გიოკერეში ბარსაში? - დეკუმ სპორტინგთან მოლაპარაკებები დაიწყო