გოგა ბითაძე
Aa
Aa

„პლეიოფში გავალთ, ბოლომდე გამოვჯანმრთელდი“ | გოგა ბითაძის კომენტარი

გოგა ბითაძემ „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ქართველმა კალათბურთელმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა და „ოქეისისთან“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. ბითაძეს კარგი თამაში ჰქონდა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

„ცოტათი რიტმიდან ამოვარდნილი ვიყავი. ბოლო კვირის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, რადგან ფეხი მტკიოდა. თავდაპირველად, გამიჭირდა, მაგრამ არის მომენტები, როცა ტკივილი უნდა აიტანო და ითამაშო. თუმცა, სერიოზული არაფერი ყოფილა და ვფიქრობ, თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელებული ვარ.

ოკლაჰომა კარგი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ არ წაუგია. თანდერს ბრწყინვალე შეტევა ჰყავს, მაგრამ მხოლოდ 102 ქულა ჩავაგდებინეთ და დაცვაში კარგად ვითამაშეთ. კარგი შანსები გვქონდა და თავისუფალი სამქულიანები ვერ გამოვიყენეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. სეზონი გრძელია და ეს მხოლოდ მერვე თამაში იყო. თუ სტაბილურობას შევინარჩუნებთ და ვითამაშებთ ისე, როგორც ვთამაშობთ, კარგი რაღაცები მოხდება.

ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს. თავდაუზოგავად ვმუშაობთ და შედეგი აუცილებლად მოვა. ამ მატჩმა ჩვენს კალათბურთზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. ორლანდო შეკრული გუნდია. ერთმანეთი გვიყვარს და ნდობა გვაქვს. ვიცით, რომ პლეიოფის გუნდი ვართ და ეჭვი არ გვეპარება, რომ ივნისში როცა პლეიოფი დაიწყება, იქ ვიქნებით“.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 3 მოგება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს გამართავს და „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამორიმის სიაში პირველია“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და მანჩესტერზე
„ამორიმის სიაში პირველია“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და მანჩესტერზე