„დღეს ფანტასტიკური იყო“ | ორლანდო მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა გოგაზე ისაუბრა
„ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 86:102 წააგო. მოზლის ერთ-ერთი შეკითხვა გოგა ბითაძეზე დაუსვეს და „მეჯიქის“ თავკაცმა ქართველი კალათბურთელი შეაქო.
„დღევანდელ შეხვედრაში გოგა ფანტასტიკური იყო. მას აქვს უნარი, რომ ბევრი მატჩის გამოტოვების შემდეგ, სათანადო დონეზე დაბრუნდეს და მისი სახით, ფარის დამცველი გვყავდეს. დაცვაში და პიკ ენდ როლებისას შესანიშნავი იყო.
გოგა ხვდებოდა, მოწინააღმდეგეები გაცვლას როდის მიმართავდნენ და იცოდა, ამის შემდეგ, ისინი მეტოქის ფარზე როგორ უნდა დაესაჯა. ბითაძემ ბევრი კარგი რაღაც გააკეთა და ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელია იმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“.
ცნობისთვის, გოგამ 26 წუთი და 44 წამი ითამაშა და მიმდინარე რეგულარულის პირველ ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 11 ქულა, 9 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.