არტურო ვიდალი
Aa
Aa

არტურო ვიდალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ჩილეს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება კლუბ „კოლო-კოლოს“ ფეხბურთელების მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმეზე - ეჭვმიტანილებს შორის ჩილეს ნაკრების ვარსკვლავი არტურო ვიდალიცაა.

გამოძიების ცნობით, ინციდენტი სანტიაგოში, ერთ-ერთი ბარში მოხდა. ადგილობრივი ქალის მტკიცებით, მისი და „კოლო-კოლოს“ ფეხბურთელების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, 37 წლის არტურო ვიდალი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც „იუვენტუსის“, „ბაიერნის“, „ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილმა ვარსკვლავმა ეჭვმიტანილისთვის დადგენილი სტანდარტული პროცედურები გაიარა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ანალოგიური პროცედურა გაიარეს „კოლო-კოლოს“ სხვა ფეხბურთელებმაც.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი თავის მშობლიურ კლუბში, „კოლო-კოლოში“ მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა. „მუდმივი ჩემპიონების“ ღირსებას ის კარიერის დასაწყისში, 2005-2007 წლებშიც იცავდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 18 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

აქვე გეტყვით, რომ ჩილეს ნაკრების ღირსებას ვიდალი 2007 წლიდან იცავს და ეროვნული გუნდის მაისურით 140-ზე მატჩი აქვს ჩატარებული. „ლა როხასთან“ ერთად არტურო ვიდალმა 2015 და 2016 წლებში კოპა ამერიკა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოიკოტი გრძელდება - რეალი უეფასთან აღარ კონტაქტობს
ბოიკოტი გრძელდება - რეალი უეფასთან აღარ კონტაქტობს