ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მახაჩევთან ბრძოლა ჯერ არ დაუმსახურებია“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი თოფურიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ალექსანდერ ვოლკანოვსკის მწვრთნელმა, ჯო ლოპესმა თავისი აზრი ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის სატიტულო ბრძოლაზე დააფიქსირა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლისთვის ორმაგი ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ ადრეა.

რას ამბობს ლოპესი:

„ძალიან კარგია, რომ თოფურიას მახაჩევთან ბრძოლა უნდა, მაგრამ მისთვის ეს ჯერ ადრეა. როგორც ყველამ, ისე მანაც ტიტული 5-6-ჯერ უნდა დაიცვას, სანამ ორმაგი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. როდესაც მეორე დივიზიონში გადადიხარ, ჯერ შენი კატეგორია უნდა გაასუფთაო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვალო წონა. ეს ურიგოდ წასვლას ჰგავს. მაგრამ სწორედ ესაა ადამიანის ბუნება. ყველას უნდა ორმაგი ჩემპიონის სტატუსი ჰქონდეს, მაგრამ ამას იშვიათად იღებენ“.

ცნობისთვის, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ჩემპიონის სტატუსი სწორედ ილია თოფურიასთან ბრძოლის შემდეგ დაკარგა. ავსტრალიელი და ქართველი მებრძოლები ერთმანეთს 18 თებერვალს UFC 298-ზე დაუპირისპირდნენ და ამ ბრძოლაში თოფურიამ მეორე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

„მატადორმა“ საჩემპიონო ქამარი 26 ოქტომბერს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რის შემდეგაც MMA-ს სამყაროში აქტიურად ალაპარაკდნენ ილია თოფურიასა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე. MMA-ში თოფურიას რეკორდი 16:0-ზეა, ისლამ მახაჩევის კი 26:1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორსაც დიდი ძალა ჰქონდა, მაგრამ ილიას...“ - კორმიემ თოფურიაზე ისაუბრა
„კონორსაც დიდი ძალა ჰქონდა, მაგრამ ილიას...“ - კორმიემ თოფურიაზე ისაუბრა