გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ჯეილენ უილიამსი
Aa
Aa

ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე | ბითაძე დაბრუნდა და კარგი მატჩი ჰქონდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი დასავლეთ კონფერენციის ლიდერს, „ოკლაჰომა სითი თანდერს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 86:102 დამარცხდა.

ბითაძე ტრავმის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა და სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. გოგამ 26 წუთი და 44 წამი ითამაშა და მიმდინარე რეგულარულის პირველ ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 11 ქულა, 9 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, 1 სამიანი გააფუჭა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გოგას 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ჯარიმაც ჰქონდა. „ორლანდოს“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ ფრანც ვაგნერმა (22) და ჯეილენ საგსმა (19) დააგროვეს.

როგორც მოგეხსენებათ, „მეჯიქს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და „ოქეისისთან“ გუნდს პაოლო ბანკერო და უენდელ კარტერ ჯუნიორი ვერ დაეხმარნენ. გამარჯვებულ „ოკლაჰომას“ რაც შეეხება, „თანდერს“ 23 ქულით ჯეილენ უილიამსმა ულიდერა. შეი გილჯეს-ალექსანდერმა მატჩი 21 ქულით დაასრულა, ხოლო ჩეტ ჰოლმგრენმა 14 ქულა მიითვალა.

„ორლანდოს“ 3 მოგება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს გამართავს და „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე მაკრატელა გოლი - უცნობი ქართველი ბომბარდირი ირლანდიაში
ბრწყინვალე მაკრატელა გოლი - უცნობი ქართველი ბომბარდირი ირლანდიაში