ნეიმარი
Aa
Aa

ისევ დაშავდა - როდის დაბრუნდება ნეიმარი

„ალ-ჰილალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს ნეიმარს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას. 32 წლის სამხრეთ ამერიკელი, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესების ურთულესი ტრავმით გამოწვეული 1-წლიანი სარეაბილიტაციო პერიოდი ახლახანს დაასრულა, ისევ დაშავდა და რამდენი ხანი მოუწევს უქმობა, ამას დეტალური სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს.

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ირანის „ესტეღლალთან“ (3:0) ნეიმარი ცვლილებაზე 58-ე წუთზე შევიდა, 87-ე წუთზე კი მოედანი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო დატოვა. წინასწარი ვარაუდით, მსგავსი დაზიანების მკურნალობას სამი კვირიდან ორ თვემდე სჭირდება, თუმცა „ალ-ჰილალს“ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.  აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ნეიმარმა სულ რაღაც ორჯერ ითამაშა, ორივეჯერ შეცვლაზე შევიდა და ჯამში მინდორზე 43 წუთი გაატარა.

ცნობისათვის, ბრაზილიელ ვარსკვლავს მომავალ ზაფხულს მშობლიურ „სანტოსში“ იჯარის წესით დაბრუნება სურს, რათა 2026 წლის მუნდიალს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ 128 შეხვედრაში გატანილი 79 გოლით ის პენტაკამპეონების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სახლის ყიდვა არაფერს ნიშნავს - ნეიმარი გამოირიცხა
სახლის ყიდვა არაფერს ნიშნავს - ნეიმარი გამოირიცხა