„კონორსაც დიდი ძალა ჰქონდა, მაგრამ ილიას...“ - კორმიემ თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად, ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, დანიელ კორმიემ თავის იუთუბ არხზე ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.
რას ამბობს DC „მატადორზე“:
„არ ვიცი, ოდესმე გვინახავს თუ არა 145 ფუნტში ისეთი ბიჭი, რომელიც ასე ძლიერად ურტყამს. მისი მსგავსი დარტყმები აქამდე არასდროს მინახავს. 145-ში კონორ მაკგრეგორს ბრწყინვალე ძალა ჰქონდა, მაგრამ არ მგონია, რომ კონორს ილია თოფურიას მსგავსი უნარები ჰქონოდა, განსაკუთრებით წმინდა კრივის თვალსაზრისით. ამ კომპონენტში ის მეტოქეს უბრალოდ ანადგურებს. მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, თანაც დამღუპველი გზით. ეს მაქს ჰოლუეისთან ბრძოლაშიც დადასტურდა“.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, ილია თოფურიამ UFC-ის ჩემპიონის ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. „მატადორმა“ ამერიკელი მებრძოლი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. საგულისხმოა, რომ „დალოცვილისთვის“ მთელი კარიერის განმავლობაში ეს ნოკაუტით პირველი მარცხი იყო.