მარიამ მურღვლიანი
Aa
Aa

ძალოსნების 38 მედალი - ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

პოლონეთში გამართულ 20 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ქართველი ძალოსნებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ საერთო ჯამში 38 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

20-წლამდელებს შორის საუკეთესო შედეგი გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) და გურამ ვეკუამ (109 კგ) აჩვენეს, რომელთაც ერთ დისციპლინაში მაინც მოიპოვეს ოქროს მედალი. მძიმე წონით კატეგორიაში კი ირაკლი ვეკუამ აკვრაში მეორე შედეგი აჩვენა და ევროპის რეკორდი დაამყარა.

რაც შეეხება 23-წლამდელებს, საუკეთესო შედეგი მარიამ მურღვლიანმა (87 კგ) აჩვენა, რომელმაც სამივე დისციპლინაში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონის ტიტული მოიპოვა არჩილ მალაყმაძემაც (81 კგ), რომელმაც ატაცში დაფიქსირებული შედეგით კონკურენტებთან შედარებით იმხელა უპირატესობა მოიპოვა, რომ ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12 მედალი - ქართველების ტრიუმფი პარაძალოსნობაში
12 მედალი - ქართველების ტრიუმფი პარაძალოსნობაში