მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ბოდიშის მოხდაზე პრობლემა არ მექნება“ - უმარმა მერაბზე ისაუბრა

UFC-ის სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და მერაბ დვალიშვილის პოტენციურმა მეტოქემ, უმარ ნურმაგომედოვმა „ქართველი მანქანის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მერაბისთვის ბოდიში ექნება მოსახდელი, ამაზე უარს არ იტყვის.

რას ამბობს უმარი:

„არ მინდა, მერაბის მიმართ უპატივცემულობა გამოვხატო. თუ ეს რაიმე ფორმით გავაკეთე, მაშინ ბოდიშის მოხდაზე პრობლემა არ მექნება. მერაბი ისეთი მებრძოლია, რომელმაც ყველაფერს მძიმე შრომით მიაღწია. ის 0-დან აღზევდა და ჩემპიონი გახდა. მისი ისტორია პატივისცემას იმსახურებს. ჩვენს შორის მხოლოდ ჩემპიონის ტიტული დგას, სხვა არაფერი გვაქვს გასარკვევი და შეურაცხყოფის მიზეზიც არ არსებობს. როცა ჩვენი ბრძოლა ჩაინიშნება, გამოჩნდება ვინ უფრო ძლიერია. სულ ეს არის“.

უმარ ნურმაგომედოვს MMA-ის ეგიდით 18 ბრძოლა აქვს გამართული და თვრამეტივე გამარჯვებით დაასრულა, მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე კი 22 ბრძოლიდან 18 გამარჯვება და 4 მარცხია.

„ქართველმა მანქანამ“ ჩემპიონის ტიტული 16 სექტემბერს, UFC 303-ზე შონ ომალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, რის შემდეგაც, MMA-ის სამყაროში აქტიურად საუბრობენ, რომ მერაბის მომდევნო მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურიას დარტყმის ძალა სხვა მებრძოლებისგან არ განსხვავდება“ - მაქს ჰოლოუეი
„თოფურიას დარტყმის ძალა სხვა მებრძოლებისგან არ განსხვავდება“ - მაქს ჰოლოუეი