მიქაუტაძის თანაგუნდელის პრობლემები - ტალიაფიკოს ლიონიდან წასვლა სურს
გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელმა ნიკოლას ტალიაფიკომ „ლიონი“ შესაძლოა არასაფეხბურთო პრობლემების გამო დატოვოს. 32 წლის არგენტინელი მცველის სახლი ბოროტმოქმედებმა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ორჯერ გაძარცვეს, რის შესახებაც ფეხბურთელის მეუღლემ კაროლინ კალვანიმ განაცხადა, რომელიც მოდელი და ინფლუენსერია.
რას ჰყვება ტალიაფიკოს მეუღლე
უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ორჯერ გაგვძარცვეს. პირველად შეიარაღებულ ადამიანებს სახლში ნიკოლასი დახვდათ, მეორე შემთხვევის დროს კი სრულიად მარტო ვიყავი. მახსოვს ძაღლმა გაუჩერებლად დაიწყო ყეფა და როდესაც კამერაში გავიხედე, დავინახე, როგორ დასეირნობდა სრულიად თავისუფლად ჩვენი სახლის ბაღში ორი შეიარაღებული ადამიანი.
რისთვის მოვყევი ეს ისტორია? იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს რატომ ვცხოვრობ მე ამსტერდამში ჩემი მეუღლისგან მოშორებით. იქ გაცილებით მშვიდი რაიონია და ნიკოლასიც გასვლითი მატჩების დროს საერთოდ აღარ ნერვიულობს ჩემი დატოვების გამო. არ ვიცი, რას გადაწყვეტს, მაგრამ ლიონში შექმნილი კრიმინოგენული ვითარების გამო, ის ამ კლუბის დატოვებაზე ხშირად და სერიოზულად ფიქრობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლას ტალიაფიკო ბოლო პერიოდში გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი არგენტინელი მცველი არამხოლოდ „ლიონში“ იყო, არამედ ამსტერდამის „აიაქსშიც“ ერთად თამაშობდნენ.