საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

შემადგენლობა ცნობილია - ხელბურთელებმა მზადება დაიწყეს

რამდენიმე დღეში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩაერთვება. ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ხელბურთელების მეტოქე საბერძნეთის, ისლანდიისა და ბოსნიის ნაკრები იქნება. 6 ნოემბერს ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდი ათენში ბერძნებს დაუპირისპირდება, ზუსტად ოთხ დღეში, 10 ნოემბერს კი, „თბილისი არენას“ დარბაზში ჯგუფის ფავორიტად შერაცხულ ისლანდიელებს უმასპინძლებენ.

მთავარმა მწვრთნელმა მომავალი მატჩებისთვის შემადგენლობა დღეს დაასახელა და გამოძახებული 16 ხელბურთელიდან, 12 ლეგიონერია, 4 კი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები

გიორგი ლაპიაშვილი (ბათუმი), აკაკი პატაშური (სლობა დობოი, ბოსნია), ხაზეინ რუსტამოვი (სლობოდა, ბოსნია), გიორგი არეშიძე (პოლი ტიმიშოარა, რუმინეთი), ირაკლი კბილაშვილი (პოტაიშა თურდა, რუმინეთი), გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია), ზურაბ ცინცაძე (აზოტი პულავი, პოლონეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი, ჩრდ.მაკედონია), ირაკლი გოგოლაძე (ბათუმი), ერეკლე არსენაშვილი (ტრემბლი, საფრანგეთი), ზურაბ გოგავა (ალდეკერკი, გერმანია), დავით გრიშიკაშვილი (პეგასი), ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი), მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი), გიორგი დიხამინჯია (აზოტი პულავი, პოლონეთი), დავით ნიქაბაძე (სარატოვი, რუსეთი)

არსებული ფორმატის თანახმად, რვა საკვალიფიკაციო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა, 2026 წლის კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს, რომელსაც სამი ქვეყანა, დანია, ნორვეგია და შვედეთი უმასპინძლებს, 4 საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არჩევნები ხელბურთის ფედერაციაში - მეიფარიანმა პოსტი შეინარჩუნა
არჩევნები ხელბურთის ფედერაციაში - მეიფარიანმა პოსტი შეინარჩუნა