მაისურაძე ბრუნდება! - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ღია პირველობისთვის
8-9 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქ რომში ძიუდოისტთა შორის ევროპის ღია პირველობა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა ტურნირისთვის 7-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, -90 კგ. წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ლუკა მაისურაძეც არის შეყვანილი. საგულისხმოა, რომ 26 წლის ძიუდოისტი ოფიციალურ შეჯიბრებებს 1-წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-73 კგ. - გიორგი იანტბელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი.
-81 კგ. - ვლადიმერ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.
- 90 კგ. - ლუკა მაისურაძე, მიხეილ კუპრაშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი.
როგორც შემადგენლობიდან ვხედავთ, 7 წონითი კატეგორიიდან საქართველოს წარმომადგენელი მხოლოდ 3 წონაში ეყოლება.
აქვე გეტყვით, რომ ლუკა მაისურაძე გასულ წელს დოპინგ სკანდალში გაეხვა. ქართველ ძიუდოისტს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოაჩნდა, რის გამოც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.