კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„ვინისიუსი დამწუხრებულია არა ოქროს ბურთის გამო, არამედ“... | რა თქვა ანჩელოტიმ

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ვინისიუს ჟუნიორი „ოქროს ბურთის“ გამო არ განიცდის.

გასულ კვირას, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ როდრის გადაეცა, ვინისიუსი კი მეორე ადგილზე გავიდა.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა „რეალის“ თავკაცს კითხვები დაუსვეს.

რა თქვა ანჩელოტიმ:

„გასული კვირა რთული იყო. ატმოსფერო არ იყო ნორმალური, თუმცა საქმე „ოქროს ბურთში არ არის“. ის წარსულში დარჩა. ვულოცავთ დაჯილდოებულებს“.

„ვინისიუსი დამწუხრებულია, როგორც ყველა ჩვენ, მაგრამ არა „ოქროს ბურთის“ გამო, არამედ იმის გამო, რაც ახლა ვალენსიაში ხდება“.

„ვინისიუსი წესრიგშია. საბედნიეროდ, შაბათს არ გვითამაშია და ვინისიუსმა ვარჯიშზე კარგად იმუშავა, ისევე როგორც დანარჩენებმა“.

„პაპა კარლოს“ გუნდი მორიგ შეხვედრას 6 ნოემბერს, „მილანთან“ გამართავს. „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 3 ტურში, 6 ქულა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევე როგორც კრიშტიანუს შემთხვევაში - რეალი ვინისიუსს ბოლომდე იცავს
ისევე როგორც კრიშტიანუს შემთხვევაში - რეალი ვინისიუსს ბოლომდე იცავს