ტორპედომ და დილამ ქულები გაიყვეს, იბერიამ ლიდერობა განიმტკიცა - Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
გათამაშების ლიდერმა, იბერია 1999-მა თბილისურ დერბიში, დინამო თბილისი 0:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა.
ტურის ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ტორპედო“ და „დილა“ დაუპირისპირდნენ და ფრედ, 1:1 ითამაშეს.
სატურნირო ცხრილს 64 ქულით იბერია 1999 ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 61 ქულით ტორპედო იმყოფება, მესამე ადგილზე კი 59 ქულით დილაა.