ალთუნაშვილის გოლი ტურის საუკეთესოს კანდიდატია - Sky-ს გამოკითხვა
„ვოლფსბერგერის’’ ქართველმა ფეხბურთელმა სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიაში სადებიუტო გოლი გაიტანა, გადაჭარბების გარეშე ბრწყინვალე გოლი გამოვიდა და შესაძლოა მე-12 ტურში საუკეთესოდ დასახელდეს, მასთან კონკურენციაში ქვინსი ბატლერისა (ტიროლი) და ნიკ პრელეცის (აუსტრია) გოლებია. გამოკითხვა Sky Sports-ის ავსტრიული ბიუროს ვებგვერდზე მიმდინარეობს და ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ. გამოკითხვა დღის ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ავსტრიაში მეორე სეზონს ატარებს, გასულ სეზონში მუდმივად სასტარტოში იყო, თუმცა ზაფხულში მწვრთნელი შეიცვალა და სანდროს მუდმივად სასტარტოში ვერ ვხედავთ, როტაციაშია. „კლაგენფურტთან’’ გატანილი ბრწყინვალე გოლი მთავარ მწვრთნელს, დიტმარ კუბაუერს დაანახებს, რომ ალთუნაშვილი უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.
მიმდინარე სეზონში ალთუნაშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 10-დან მხოლოდ 3 დაიწყო სასტარტოში, შვიდ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა.