ეროვნული ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

რებროვმა უკრაინის შემადგენლობა დაასახელა | ერთა ლიგა

უკრაინის ეროვნული ნაკრები ნოემბერში, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 2 მატჩს გამართავს. 

სერგეი რებროვის გუნდი 16 ნოემბერს საქართველოს შეხვდება, 19 ნოემბერს კი - ალბანეთს.

ნოემბრის მატჩებისთვის უკრაინის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: გეორგი ბუშჩანი (დინამო კიევი), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა, პორტუგალია), ანდრეი ლუნინი (რეალი, ესპანეთი)

მცველები: ნიკოლაი მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა – შახტარი), ოლექსანდრ ტიმჩიკი (დინამო კიევი), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი, ინგლისი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი, ინგლისი), მაქსიმ ტალოვეროვი (ლასკი, ავსტრია).

ნახევარმცველები: ნიკოლაი შაპარენკო, ვლადიმირ ბრაჟკო (ყველა – დინამო კიევი), გეორგი სუდაკოვი, დმიტრი კრისკივი, ოლექსანდრ ზუბკოვი (ყველა – შახტარი), ოლექსეი გუცულიაკი,ოლექსანდრ ნაზარენკო, (პოლესიე), მიხაილო მუდრიკი (ჩელსი, ინგლისი), ვიქტორ ციგანკოვი (ჟირონა, ესპანეთი), ოლექსანდრ ზინჩენკო (არსენალი), ეგორ იარმოლიუკი (ბრენტფორდი)

თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი (რომა, იტალია), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი (დინამო კიევი).

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, უკრაინის ნაკრები კი 4 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინო არაფერია, უფრო ძლიერმა გაიმარჯვა“ - კონტე ატალანტასთან მარცხზე
„სამარცხვინო არაფერია, უფრო ძლიერმა გაიმარჯვა“ - კონტე ატალანტასთან მარცხზე