ედუ გასპარი
Aa
Aa

არსენალი სპორტული დირექტორის გარეშე - არტეტა შოკშია

„არსენალი“ სპორტული დირექტორის გარეშე დარჩა. ედუ გასპარი რამდენიმე კვირის წინ სამშობლოში როგორც თავად განაცხადა, პირადი ხასიათის პრობლემების გამო გაემგზავრა. გუშინ, ბრაზილიიდან დაბრუნების შემდეგ კი, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა.

Sky Sports-ის ცნობით, 46 წლის ფუნქციონერის წასვლის მთავარი მიზეზი ჯერჯერობით არ ხმაურდება. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მას „ნოტინგემის“ მფლობელი ევანგელოს მარინაკისი დაუკავშირდა და შესაძლოა უახლოეს მომავალში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობა „ფიორესტში“ დაიწყოს. ედუს წასვლა ყველაზე მეტად მიკელ არტეტას ეწყინა, რადგან ბრაზილიელი მისი ახლო მეგობარი იყო და თითოეულ სატრანსფერო საკითხს ერთად მოთათბირების შემდეგ წყვეტდნენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელზე უფრო წარმატებული კარიერა ედუ გასპარმა ფუნქციონერის ამპლუაში აიწყო, რადგან „არსენალის“ ბოლო წლების პროგრესი და ისევ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბად ქცევა, სწორედ მის მიერ განხორციელებულ ჭკვიანურ ტრანსფერებს უკავშირდება, რომელთა შორისაც მარტინ ოდეგორისა და დეკლან რაისის დამატებას გამოარჩევენ.

სხვადასხვა წლების განმავლობაში ედუ „კორინთიანსში“, „არსენალსა“ და „ვალენსიაში“ ასპარეზობდა, თუმცა ყველაზე წარმატებული წლები „მეთოფეების“ რიგებში გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 2-ჯერ პრემიერ ლიგა, 3-ჯერ ასოციაციის თასი, ერთხელ კი ინგლისის სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი