გუარდიოლა: კალათბურთში 4 თვე ისვენებენ, ჩვენ კი - 3 კვირა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ პუადიოლამ გადატვირთული კალენდრის გამო, უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა.
„ეს რეალობაა, რომელშიც აღმოვჩნდით. წინა სეზონებზე ჩვენ ბევრს ვთამაშობდით, მაგრამ ახლა სიტუაცია კიდევ უარესია. შესაძლებელია, რომ ჩვენ სეზონზე 70 მატჩი ჩავატაროთ.
ეს კალათბურთს ჰგავს. NBA-ში ამდენივეს თამაშობენ, მაგრამ მათ 4-თვიანი დასვენება აქვთ, ჩვენ კი 4 კვირას ვისვენებთ. ჩვენს გუნდში არის ტრავმები, როგორებიც ადრე არასდროს ყოფილა. ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ“, - თქვა გუარდიოლამ.
მანამდე მატჩების გაზრდილი რაოდენობა გააპროტესტეს ასევე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა როდრიმ და კევინ დე ბრუინიმ, „ბარსელონას“ მცველმა ჟიულ კუნდემ, „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ, „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა, დანი კარვახალმა, „რეალის“ ნახევარმცველმა, აურელიენ ჩუამენიმ, „ტოტენჰემის“ კორეელმა შემტევმა, სონ ჰიონ მინმა და ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენჯ პოსტეკოგლუმ.
გადატვირთული კალენდრის თანმდევ პრობლემაზე ისაუბრა კარლო ანჩელოტიმაც. მადრიდის „რეალის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი იმ მრავალრიცხოვანი ტრავმის, რომელიც მის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თან სდევს.
„პაპა კარლომ“ ასევე თქვა, რომ ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ.