ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი ბარსაში ბრუნდება? | რას წერს GolDigital

„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ GolDigital-ი წერს.

მესის ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება. როგორც გამოცემა წერს, ამის შემდეგ, მესიმ შესაძლოა „ინტერ მაიამი“ დატოვოს და როგორც თავისუფალი აგენტი, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს, რათა თავის კარიერაში უკანასკნელი მუნდიალისთვის უკეთ მოემზადოს. იმ დროისთვის ის უკვე 39 წლის იქნება.

GolDigital-ის წყაროს მტკიცებით, ასეთ ვარიანტს პირადად კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მიესალმება.

შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა.

არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა.

გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოდით სტადიონზე, თუნდაც მესის სანახავად“ - ატლანტას მწვრთნელი საპასუხო მატჩზე
„მოდით სტადიონზე, თუნდაც მესის სანახავად“ - ატლანტას მწვრთნელი საპასუხო მატჩზე