ბრწყინვალე მაკრატელა გოლი - უცნობი ქართველი ბომბარდირი ირლანდიაში
ირლანდიაში, „გალვეი ბოჰემიანსში’’ 16 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით წიქარიშვილი თამაშობს. 2023-24 წლების სეზონში წიქარიშვილმა 23 გოლი გაიტანა, ირლანდიის 16-წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მისი გოლების დახმარებით გუნდი პირველ ადგილზე გავიდა.
მიმდინარე სეზონში წიქარიშვილი ირლანდიის 18-წლამდე ჩემპიონატში თამაშობს და „მაკრატელა’’ დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
წიქარიშვილი ცენტრფორვარდის, მარცხენა გარემარბისა და „ათიანის’’ პოზიციებზე თამაშობს. ასევე გეტყვით, რომ ოირვე ფეხს კარგად ხმარობს, ე.წ. „ორფეხაა’’.
წიქარიშვილი 6-დან 15 წლამდე თბილისის „დინამოს’’ აკადემიაში ირიცხებოდა. გასული სეზონიდან კარიერის გაგრძელება ირლანდიაში გადაწყვიტა. საწყის ეტაპზე მცირე ხნით დუბლინურ „ფინგლეს იუნაიტედში'' ირიცხებოდა, შემდეგ „გალვეი ბოჰემიანსში'' გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდის მოთამაშეა.
ამ ეტაპზე დავითს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს, თუმცა ორწლიან პერიოდში ირლანდიის მოქალაქეობის მიღება შეუძლია. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არ მიუწვევიათ.