ტრაგედია პერუში | ფეხბურთელი მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა
პერუში ტრაგედია დატრიალდა. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, საფეხბურთო მატჩისას, რომელშიც ერთმანეთს „ხუვენტუდ ბელავისტა“ და „ჩოკა“ ხვდებოდნენ, ერთ-ერთ მოთამაშეს მეხი დაეცა და ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.
Relevo-ს მიხედვით, გარდაცვლილია მცველი ხოსე უგო დელა კრუს მესა. მის გარდა, დაზიანება კიდევ რვა მოთამაშემ მიიღო და მეკარე, ხუან ჩოკა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ დელა კრუსს ელვა მაშინ დაეცა, როცა ორგანიზატორებმა შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
მომხდარის შემდეგ, პერუში დამცავი კანონების მიღების ინიციატივით გამოვიდნენ, რათა მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. ინჟინერმა ლუჩო დუარტემ განაცხადა, რომ შტორმისა და უამინდობის დროს, სპორტული ღონისძიებების ჩატარება, განსაკუთრებით ღია სივრცეში, დამცავი სისტემების გარეშე მიუღებელია.